სერვისები
აუზის მოვლის სერვისი
Aqualine გთავაზობთ აუზის რეგულარულ მოვლას, რომელიც მოიცავს წყლის დასუფთავებას, ქიმიური მაჩვენებლების კონტროლს და ტექნიკური მოწყობილობების შემოწმებას.
პროფესიონალური მოვლა უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს, ჰიგიენურ სტანდარტებს და სისტემის გამართულ მუშაობას.
რეგულარული სერვისი ამცირებს გაუთვალისწინებელი დაზიანებების რისკს და ზრდის სისტემის ექსპლუატაციის ვადას.
ტექნიკური ჯგუფის ადგილზე ვიზიტი და დიაგნოსტიკა
Aqualine-ის ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს ობიექტზე ვიზიტს სისტემის მდგომარეობის დეტალური შეფასების მიზნით.
ადგილზე ტარდება ხარვეზის ზუსტი დიაგნოსტიკა, პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტის შემუშავება.
დიაგნოსტიკის საფუძველზე მზადდება საჭირო მასალებისა და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს წინასწარ იცოდეს სამუშაოს მოცულობა და ფინანსური ნაწილი.
ჩვენი მიზანია — პრობლემის სწრაფი, ზუსტი და პროფესიონალური განსაზღვრა.
მოწყობილობების პროფესიონალური მონტაჟი
ვახორციელებთ საცირკულაციო ტუმბოების, ფილტრაციის სისტემების, თბური ტუმბოების, უკუოსმოსის სისტემებისა და სხვა წყალთან დაკავშირებული დანადგარების მონტაჟს.
სამუშაოები სრულდება ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით და მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ და ხანგრძლივ მუშაობას.
მონტაჟის დასრულების შემდეგ ტარდება სისტემის ტესტირება და მომხმარებლისთვის გადაცემა სრულად გამართულ მდგომარეობაში.
მოწყობილობების დიაგნოსტიკა და შეკეთება
ჩვენს სერვის ცენტრში ხორციელდება როგორც საგარანტიო, ასევე არასაგარანტიო პირობებით მოწყობილობების დიაგნოსტიკა და შეკეთება.
მომსახურება მოიცავს აუზის საწმენდი რობოტების, საცირკულაციო ტუმბოების და სხვა წყალთან დაკავშირებული მოწყობილობების ტექნიკურ შემოწმებასა და აღდგენას.
მიზანია მოწყობილობის მაქსიმალური რესურსის შენარჩუნება და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
აუზის ლაინერით მოპირკეთება
ვახორციელებთ აუზების ლაინერით მოპირკეთებას მაღალი ხარისხის, გამძლე და ჰერმეტული მასალების გამოყენებით.
ლაინერი უზრუნველყოფს აუზის წყალგაუმტარობას, ესთეტიკურ ვიზუალს და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
სამუშაოები სრულდება ტექნიკური სტანდარტების დაცვით და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით.
ზარის მოთხოვნა
კონტაქტი
- ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის 9
- ქ. თბილისი, კარტოზიას ქ. 6
- ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 123
- ქ. თელავი თბილისის გზატკეცილი N1ბ
- info@aqualine.ge
- (0 32) 205 50 10